სამართალდამცავებმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ თბილისში უფლებადამცველი დაჩი ცაგურია დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, ცაგურიასთან ერთად მისი მეგობარი ბექა ალადაშვილიც დაკავებულია.
მისი განმარტებით დაკავება ელბაქიძის დაღმართზე მოხდა. მიზეზი კი, ჯერ უცნობია.

















