სასჯელაღსრულების გლდანის მე-8-ე დაწესებულებაში სასულიერო პირები იმყოფებიან. საპატრიარქოს წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს
ხვდებიან.
პარალელურად, გლდანის ციხეში მოკლევადიანი პაემნებიც გრძელდება. ამ დროისთვის არაგეგმიური პაემნებისთვის პატიმრების ოჯახის წევრების რეგისტრაცია დასრულებულია.
ბოლო მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია 2 500 პატიმრის ახლობელი, 1700-მა კი უკვე შეძლო პატიმრის ნახვა. ციხის ადმინისტრაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მსჯავრდებულებთან ახლობლებს ღამის განმავლობაშიც უშვებენ.

















