logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ტუღუში - დაწესებულებაში ამ დროისთვის ნორმალური მდგომარეობა და სრული სიმშვიდეა
გიორგი ტუღუში - დაწესებულებაში ამ დროისთვის ნორმალური მდგომარეობა და სრული სიმშვიდეა
12:50 22.09.2012
გლდანის მე-8 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში იმყოფება.

როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,დაწესებულებაში ამ დროისთვის ნორმალური მდგომარეობა და სრული სიმშვიდეა.

მისი თქმით, ციხის მე-3 კორპუსში, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ჩაირთო ტელეფონები, პატიმრებს სატელეფონო ბარათები გადაეცათ და ახლობლებთან დაარეკვის საშუალება მიეცათ.

ტუღუშის განცხადებით, გამომდინარე აქედან, პატიმრების ოჯახებშიც სიმშვიდეა.

„მინდა ყველას ძალიან გთხოვოთ, ყველა ტელეარხმა შეწყვიტოს წამების ფირების ტრიალი, რადგან ეს ძალიან ართულებს ვითარებას, როგორც იმ პატიმრების მდგომარეობას, რომლებიც აღნიშნულ კადრებში არიან დაფიქსირებულები, ასევე, მათი ოჯახებისაც. ეს ყველაზე მტკივნეული თემაა დღეს“ - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, მან პატიმრებს მიმართა, დაესახელებინათ ის პირები, რომლებიც მათ მიმართ უხეშ მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ამის შედეგად კი, სისტემიდან გუშინ კიდევ რამდენიმე პირი გათავისუფლდა.

პატიმრების ახლობლებმა ეზოში გიორგი ტუღუშს დახმარება სთხოვეს. თავის მხრივ, მინისტრი მათ პატიმრების უსაფრთხოების დაცვას დაჰპირდა.

ერთ-ერთი პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი ნაცემია. მისივე თქმით, მე-3 კორპუსის ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულები შიმშილობენ.

გლდანის მე-8 საპყრობილესთან მშობლები ამ დრომდე იმყოფებიან და მათი ახლობლების მოსანახულებლად რიგში დგანან. პაემნებზე დაახლოებით, 2500-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული. ბოლოს სამი დღის განმავლობაში მათგან პაემანზე შესვლა 1 700-მა მოახერხა.

ამ დროისთვის გლდანის საპატიმროში სამღვდელოებას ელოდებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა