logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი დააკავა
პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი დააკავა
22:43 26.04.2021
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. გ.ა. პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას, სისტემატური ხასიათი ჰქონდა. გ.ა.-ს ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ხდებოდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარას.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე", „ზ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, N8 დაწესებულებაში დანერგილი პრაქტიკა იყო, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული.

საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა