ფინანსთასა მინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ზუგდიდსა და ხობში განხორციელებული ღონისძიებებისშედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და გადაზიდვის14 ფაქტი (ჯამში 400 გრამი უაქციზო თუთუნი და1611 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. აღნიშნულ14 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 155 პრიმა მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, საქმეთა მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.