ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონას უკვე მეორე დღეა ეძებენ.
მარიამ ბურჭულაზე, რომელიც სოფელ გუმში ცხოვრობს სკოლიდან სახლში არ მისულა და ამის შემდეგ ოჯახი და პოლიცია ორი დღეა მუდმივ რეჟიმში ეძებენ მას.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბოლოს გოგონა ვიდეოკამერებმა ოზურგეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ გოგონას კვალი იკარგება.
გოგონას პედაგოგის განცხადებით, გოგონა ბუნებრივად იქცეოდა და სრულად დაესწრო სასწავლო პროცესს. მისი პედაგოგები ამ ქმედებას ვერაფერს ვერ უკავშირებენ.
ამ დრომდე გოგონას ადგილსამყოფელი უცნობია.