გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 47 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით
ჩაცხრილეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ამ დრომდე უცნობია არის თუ არა დამნაშავე დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.