გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და „ოპელის“ მარკის ავტომობილი ამობრუნდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით 40 წლამდე ქალი და 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინკაში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.