ანანურის გზაზე, ჟინვალის წყალსაცავთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზაზე ამობრუნდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. გარდაცვლილი პირი მსუბუქი ავტომობილის მძღოლია.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.