გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი", ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი წინასწარ
დეკლარირებული ტვირთის ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა დაფიქსირდა.
წარდგენილ დეკლარაციაში, არასწორად ასახულმა სასაქონლო ოპერაციის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10064 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, იმპორტიორი კომპანია სანქციის სახით, 10064 ლარით დაჯარიმდა.