logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
3 თვეში უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოვლინდა
3 თვეში უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოვლინდა
18:55 04.04.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამრღვევები თევზის მოპოვებას თევზჭერის აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადეებისა და ე.წ. ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით ახდენდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია 8 და დალუქულია 23 ერთეული მასობრივი განადგურების საშუალება; დალუქულია 2000 მ სიგრძის სახლართი ბადეც.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი, ქვემო ქართლში - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 4, კახეთში - 1, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეც - 1.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მარტის ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა.

უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ, დაახლოებით 22 კგ შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები არსებული რეგულაციების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობენ, რომლებსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა