შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში
შესული ინფორმაციით, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩენილი იყო ხანძარი.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.