გომბორის უღელტეხილზე გვიან ღამით გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი და ხეზე
შეჯახებული პიკაპის სტილის ავტომობილი იპოვეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით მანქანაში აღმოჩენილია სისხლის კვალი.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე არც მძღოლი და არც მგზავრები იმყოფებოდნენ. უცნობია ავტომობილის მფლობელის ვინაობაც, რადგან მანქანას სანომრე ნიშნები არ ეკეთა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.