ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, არიან
დაშავებულებიც.
"მთავარი არხის" ინფორმაციით მერსედესის მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშას შეეჯახა. მუშა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მანქანაში მჯდომი დაშავებული 2 პირი კი ლაგოდეხის კლინკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.