პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი
მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ ნიკა მელიაზე საუბრობს და საქართველოს შესახებ სენატში გამართულ მოსმენას აჯამებს:
„ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს სენატის მოსმენაზე - მათ თქვეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო სამაჯური. თუმცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს „ქართული ოცნება“ ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია.
პროცედურა შემდეგნაირია - პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის გადასახდელად, იქნება ეს ერთი დღე, თუ ერთი თვე, რაც ასევე არ არის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ ცრუობს, თითქოს ყველაფერი მელიას ხელშია, რადგან ხელისუფლების ხელშია პროკურატურა და სასამართლოც! მხოლოდ ამის მერე ექნება მელიას არჩევანის საშუალება, გამოვა თუ არა ციხიდან“- აცხადებს ოქრიაშვილი.