გოგი წულაია უკვე მერვე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
საფრთხეშია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიტიკოსთან საკანში დღეს ადვოკატი ვალერი გელბახიანი შევა და კიდევ ერთხელ თხოვს შიმშილობის შეწყვეტას.
გოგი წულაიას გულის ოპერაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა, რასაც შაქრიანი დიაბეტიც ემატება.
ადვოკატის განცხადებით გოგი წულაიას მეტყველებაც კი უჭირს. მისივე თქმით არსებობს საფრთხე, რომ იგი კომაში ნებისმიერ დროს ჩავარდეს.
გოგი წულაიამ შიმშილი პროტესტის ნიშნად დაიწყო, რადგან მიიჩნევს, რომ შურისძიების მსხვერპლია.
სამართალდამცავებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.