საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №119 ბრძანებით, მიმდინარე წლის
26 აპრილიდან 19 მაისამდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება.
საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი − პროფესიულ ტესტირებას.