გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია სამი პირი
და ქირურგიული ჩარევის საჭიროების გამო ისინი გურჯაანის კლინკაში გადაიყვანეს.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა იგი მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.
მთავარი არხის ინფრომაციით გარდაცვლილი ჩუმლაყში სამუშაოდ სამეგრელოდან იყო ჩასული.
ამ დროისათვის დამნაშავე არ არის დაკავებული და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.