ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში, სამგზავრო მატარებელი - ზუგდიდი-თბილისი,
მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით მანქანას ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია მართავდა. არსებობს მოსაზრება, რომ მან ვერ შეამჩნია მატარებელი.
მანქანის მძღოლი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და გამოძება მიმდინარეობს.