logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ 2005-2008 წლებში მომხდარ ფაქტებზე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა
სტრასბურგის სასამართლომ 2005-2008 წლებში მომხდარ ფაქტებზე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა
19:00 20.03.2021
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე– „თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება 2005-2008 წლებში მომხდარ ფაქტებზე მომჩივან ერმილე თორთლაძის დავას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა); ასევე, მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვა) და მე-8 მუხლების საფუძველზე მომჩივნის პრეტენზიებს საკონსულოს შენობაში უკანონო და დაუსაბუთებელ ჩხრეკასა და ეროვნული სასამართლოების მიერ ამ ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობასთან დაკავშირებით.

2005 წლის 24 აგვისტოს პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო დააკავა ა.ი. –კოტდივუარის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც დაკითხვისას მომჩივანი(კოტდივუარის იმჟამინდელი საპატიო კონსული საქართველოში) დაასახელა, როგორც ნარკორეალიზატორი და დაადასტურა, რომ იმავე დღეს საკონსულოს შენობაში მისგან შეიძინა თორმეტ-ნახევარი აბი სუბუტექსი.

2005 წლის 25 აგვისტოს პოლიციამ საკონსულოში ჩაატარა ჩხრეკა. ოქმის თანახმად, მომჩივნის სეიფიდან და მაგიდიდან ამოღებულ იქნა 227 აბი სუბუტექსი, შვიდი ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი და იარაღის რამდენიმე ვაზნა. იმავე დღეს პოლიციამ გაჩხრიკა მომჩივნის მანქანა და ბინა. შედეგად, ბინიდან ამოიღეს იარაღი და რამდენიმე ვაზნა. მომჩივანი იმავე დღეს დააკავეს საკონსულოს შენობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 2005 წლის 27 აგვისტოს მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამო.

2006 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი გაასამართლა და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეამცირა მომჩივნის სასჯელი ჩვიდმეტ წლამდე. 2008 წლის 18 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული სასამართლოების დასკვნები საკონსულო იმუნიტეტის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების თაობაზე იყო დასაბუთებული და გონივრული.

სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს ბრძანების არარსებობა განსაკუთრებით პრობლემური საკითხი იყო. საგულისხმოა, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ჩხრეკის წინა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერკვიათ საკონსულოს შენობის სტატუსის შესახებ. გაურკვეველი მიზეზებით, მათ ამავე პერიოდში არ მოუპოვებიათ სასამართლოს ბრძანება ჩხრეკის ჩასატარებლად. ევროპული სასამართლოს თანახმად, მთავრობამ ვერ უზრუნველყო გადაუდებელი პროცედურების გამოყენების გამართლება.

ევროპული სასამართლოს თანახმად, ჩხრეკის თაობაზე სასამართლოს წინასწარი ბრძანების არარსებობა შეიძლება დაბალანსდეს post factum სასამართლოს მიერ. ეროვნული სასამართლოს მიერ საგულდაგულოდ არ შეფასებულა გადაუდებელ შემთხვევებში ჩხრეკის აუცილებლობის საკითხი. ეროვნულმა სასამართლომ არც ის შეისწავლა, იყო თუ არა ეს ზომა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და პროპორციული, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვდა ამგვარ შეფასებას. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსულო შენობის ამგვარი ჩხრეკა არ განხორციელებულა შესაბამისი და საკმარისი დაცვის უზრუნველყოფის პირობებში. შედეგად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი და მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 2000 ევროს გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამოღებული ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა მომჩივნის განაჩენი. ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ა.ი.-ს მიერ მოყვანილ ინკრიმინირებულ მტკიცებულებებს, აგრეთვე, მომჩივნის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერშესწავლილი სხვა მტკიცებულებები; კერძოდ, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება და პოლიციის თანამშრომლების განცხადებები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალწარმოებაში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას მომჩივნის მიმართ მთლიანობაშისაქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დაურღვევია. ამასთან, მომჩივნის საჩივრის დაუშვებლად ცნობა საკასაციო სასამართლოს მიერ არ შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლოზე წვდომის უფლების დაუსაბუთებელი და არაპროპორციული შეზღუდვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლი.

რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს, ევროპულმა სასამართლომ საჩივრის მოცემული ნაწილი მიუღებლად გამოაცხადა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა