logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო
21:02 19.03.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული სრულწლოვანი პირები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე.წ. ,,საბურთალოელებმა" სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-სა და მის თანმხლებ პირებს.

ეს უკანასკნელი, თავს თვლიდა რა კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში და ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.

2020 წლის 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან - ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, ,,ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ავტომანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები, მათ შორის ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა და მასში მსხდომი გ.ტ., ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ. ეს უკანასკნელი ასევე შეიარაღდა რკინის ხელკეტით.

დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-სა და კ.ღ.-ს, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსამრეცხაოსთან და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქ.-ს დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ,,ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან გინებით გადმოვიდნენ, ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ., ვ.ჩ. და დაედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ, ვ.მ.დაბრუნდა ავტომანქანასთან, ხოლო დანარჩენმა თავდამსხმელებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანხმლები პირების დევნა, რაც დასრულდა მდინარე არაგვის ხევში გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით და მკვლელობით. აღნიშნულის შემდგომ ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს იქვე დამალული გ.ა., რომელიც შემთხვევის ადგილიდან გარიდების მიზნით იძულებით ჩასვეს ავტომობილში, აღუკვეთეს მას თავისუფლება და დატოვეს ტერიტორია.

აღნიშნული ქმედებისთვის, ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), გ.ტ.-ს - სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასაში მონაწილეობა), ვ.მ.-ს კი ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

სასამართლომ ვ.მ., ნ.ჟ., თ.ბ. და ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ვ.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება გ.ტ.-ს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა