ქობულეთში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლაძეების ბინიდან 15ათასი ლარი
მოიპარეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, როგორც ცეცხლაძეების ოჯახი აცხადებს ისინი გუშინ მთელი დღე სახლში არ იმყოფებოდნენ დაბრუნებულებს კი რკინის კარი გატეხილი დახვდათ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტკრიმინალისტები.