თელავის მუნიციპალიტეტში, მაღაზიას, სადაც ქიმიური დასაყოფაცხოვრებო საშუალებები
იყიდება ორი პირი თავს დაესხა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყაჩაღებმა გამყიდველს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 50 ლარი გამოსძალეს. თვითმხილველების თქმით, მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე სახის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა.