მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების
კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე - ამის შესაქხებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“ - აცხადებენ უწყებაში.