სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე მოინახულეს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გოდერძი კიკნაძე ძალიან აგრესიული იყო და აპარატის თანამშრომლებთან საუბარი არ ისურვა.
„მსჯავრდებული კიკნაძე ძალიან აგრესიული იყო, არ ისურვა საუბარი არც სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და არც საკუთარ ადვოკატთან, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაწესებულებაში ვიზიტის დროს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსანახულებლად დაუშვეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
აპარატის თანამშრომელთა განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

















