გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორიჯვრის ტყეში 21 წლის გიორგი ნონაშვილის ცხედარი იპოვეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და ამის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა.
ამ დროისთვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული, რათა გარდაცვალების მიზეზი დადგინდეს. გიორგი ნონაშვილი 4 თვის წინ გაუჩინარდა და ამხნის განმავლობაში მას სამართალდამცავები და ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებდნენ.