შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელზეც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.