logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქალაქო სასამართლო სასჯელაღსრულების დეპატამენტის თანამშრომლებისთვის აღმკვეთის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო სასჯელაღსრულების დეპატამენტის თანამშრომლებისთვის აღმკვეთის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
16:22 20.09.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური სასჯელაღსრულების დეპატამენტის დაკავებული თანამშრომელების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების  შეფარდების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„დღეს, 2012 წლის 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გაგა მკურნალიძის, ასევე თბილისის #8 საპყრობილის დირექტორის დავით ხუჭუას და მისი მოადგილის ვიქტორ ყაჭეიშვილის, თბილისის #8 საპყრობილის თანამშრომლების - ბორის ფარულავას, მანუჩარ ლომთაძის, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, ლევან ფხალაძის, ოლეგ ფაცაციას, კობა ჩიკვატიასა და გურამ ცომაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ.

ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძესა და ლევან ფხალაძეს, ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება-შეზღუდული პირის მიმართ;
ოლეგ ფაფაციას და გურამ ცომაის ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

კობა ჩიკვატიას ბრალად ედება: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი და მეტი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა. კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რომელიც ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, მათ მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბრალდებულებს: ბორის ფარულავას, გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძეს, ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, კობა ჩიკვატიასა და გურამ ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 8 ნოემბერს 11:00 საათზე“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა