logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზ.ჩ.-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზ.ჩ.-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
22:32 26.02.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა.

"სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

ზ.ჩ. იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან.
დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება. ექიმ-ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით: ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა