გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებასშესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მოქალაქე 19 ერთეული წაბლის სახეობისა და 2 ერთეული ცაცხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული 58 ერთეული მორი დალუქეს.
ვინაიდან ზემოაღნიშნული ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.