შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპევიალური დანიშნულების რაზმი იქ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდა.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ადგილზე მყოფი აქტივისტები პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და "მონას" სკანდირებდნენ.