პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია
დააპატიმრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "ნაციონალური მოძრაოიბის" ოფისში დღეს დილით შევიდნენ. მათ ოფისში შეკრებილი აქტივისტების წინააღმდეგობაის მიუხედავად შენობის იმ ნაწილში შეაღწიეს, სადაც მელია იმყოფებოდა და დააკავეს.
ნიკა მელია ე.წ. 20 ივნისის საქმეზე სპეციალურ სამაჯურს ატარებდა, რომელიც მან გასული წლის 1-ელ ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო.
მას სასამართლომ გირაო შეუფარდა, რომლის გადახდაზეც ნიკა მელიამ ასევე უარი განაცხადა.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.