logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავარი პროკურორის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულს ორი ჯგუფი სჩადიოდა
მთავარი პროკურორის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულს ორი ჯგუფი სჩადიოდა
14:31 20.09.2012
საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განმარტებით, პატიმრების წამების ამსახველი ფირების შესწავლის შემდეგ, ისინი ორ კატეგორიად დაიყო.

როგორც ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი კატეგორია არის კარანტინიდან პატიმრების განაწილების ფირი, სადაც მათ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბევრი თანამშრომელი შეურაცხყოფს.
მისი თქმით, ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული, რისთვისაც უკვე დაკავებულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვები.

ზოდელავა განმარტავს, რომ მეორე კატეგორიის ფირს, რომელზე ასახული დანაშაულიც ხორციელდებოდა ორი ან სამი პირის მეშვეობით, პირობითად, ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდეს.

„ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. ისინი ამ დანაშაულს ჩადიან იმ მიზნით, რომ შემდეგ, ფირზე ასახული კადრები მესამე პირებს გადასცენ. განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ჩანს, მიმღები პირების დაკვეთა იყო“ - აღნიშნა მან.

ზოდელავას თქმით, გამოძიება ანგარების მიმართულებაზე ინტენსიურად მუშაობს. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ამ საქმიანობისთვის ბედუკაძის ჯგუფმა 2 მლნ. აშშ დოლარი უკვე მიიღო.

მისივე განმარტებით, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის ჯგუფი მესამე პირებთან კონტაქტს მერვე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

ზოდელავა აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სხვა თანამშრომლების მიმართ გამოძიება გრძელდება და მათი დაკითხვა დღეს იგეგმება.

ამასთან, მისი თქმით, დაკავებულია გლდანის მერვე საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა