საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სასოფლო სამეურეო დანიშნულების საქონელი.
ტვირთს, რისკის პროფილის ანალიზის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.
ავტომობილი შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის „თბილისი 2“-ის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიგზავნა. კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 236,79 ლარი შეადგინა.
შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.