შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას
მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვერილების აღსრულება გადადო.
ამის მიზეზად უწყება პრმიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომას ასახელებს.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სეუფარდა, მანამ კი მას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა.