პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
"აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით - პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან", - განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
მან სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.
ნიკა მელიამ, რომელიც შეზღუდვის სახით ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა, სამაჯური გასული წლის 1-ელ ნოემბერს აქციაზე დემონტრაციულად მოიხსნა და გადააგდო. აღნიშნულის გამო მას პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ 100 ათასიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მელიამ უარი განაცხადა.
სწორედ ამის გამო მას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტმა ორი დღის წინ 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.