ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსა და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 940 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ. აღნიშნულ ფაქტებზე ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.