თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლების პროცესი უკვე დასრულდა.
სასამართლომ თერთმეტივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
6 დაკავებულს - ლევან ფურცხვანიძეს, ოლეგ ფაცაციას, გელა ცომაიას, რომან ფხალაძეს, ბორის ფარულავას და კახა ჩიკვიტაძეს ბრალი წამების მუხლით წაეყენა, ხუთ დაკავებულს კი - გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, გიორგი კურცხალიას და მანუჩარ ლომთაძეს პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდება წარედგინა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმედებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

















