logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
Human Rights Watch - ძალადობა უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით
Human Rights Watch - ძალადობა უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით
10:38 20.09.2012
ორგანიზაცია Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს პატიმრებზე სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ორგანიზაცია Human Rights Watch გამოეხმაურა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოსდამნაშავეები და მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისეთი კრიმინალური ხასიათის ქმედება, როგორიცაა სექსუალური ძალადობა სისხლის სამართლის დევნის საგანი უნდა გახდეს და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით, განაცხადა Human Rights Watch-მა.

„ძალადობა, რომელიც ასახულია ამ ჩანაწერში ძალიან შემაშფოთებელია. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სრული პასუხისგება, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგება ამ ძალადობისთვის და მიიღოს ზომები ამგვარი ფაქტების განმეორების აღსაკვეთად“ - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა გიორგი გოგიამ.


ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონის მიხედვით ვალდებულია არამხოლოდ ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები, არამედ დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისი ბრალეულობაც დადგენილია, გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლნი დაცულნი უნდა იყვნენ კანონით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა