შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა. დაშავებულ პირს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.