logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური ქუთაისის ციხესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს პასუხობს
პენიტენციური სამსახური ქუთაისის ციხესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს პასუხობს
23:56 03.02.2021
ქუთაისის ციხის პატიმარზე ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებულ სიუჟეტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ დ.ლ.-სთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს პატიმარზე დაწესებულებაში ხორციელდება ზეწოლა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და რომ თითქოს პატიმრების მხრიდან დ.ლ.-ზე განხორციელებული ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციისგან არის წახალისებული. ამასთან, სიუჟეტში პატიმრის დამ განაცხადა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მისცა იმ მიზნით, რომ ბრალდებულს ომბუდსმენის წარმომადგენლისთვის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები არის სიცრუე, არანაირ ზეწოლას არც პატიმრების და არც მით უმეტეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ომბუდსმენის აპარატს, დაინტერესდეს მოცემული საქმით და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებასთან, ვინაიდან სწორედ პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ სიმართლე გაირკვეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დ.ლ. ერთ თანამესაკნესთან ერთად იმყოფება საკანში, სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და ვინაიდან N2 დაწესებულება არის დახურული ტიპის, ბრალდებულს თანამესაკნის გარდა სხვა პატიმრებთან შეხება არ აქვს. შესაბამისად, მასზე სხვა პატიმრების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არც ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმეზე მოახდინოს ზეწოლა, ვინაიდან პენიტენციურ სისტემას მართავს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა და არა კრიმინალური ავტორიტეტები.
სრული სიცრუეა ასევე ბრალდებულის დის განცხადება, თითქოს პატიმარს ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი N2 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა დღეს, 3 თებერვალს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი ბრალდებულს დაუბრკოლებლად შეხვდა და პირისპირ გაესაუბრა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებული ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ ომბუდსმენის აპარატი გამოთქვამს სურვილს, გაეცნოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს (საკანში და ზოგადად დაწესებულებაში ბრალდებულის გადაადგილების ამსახველ ჩანაწერებს), პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც ყოველთვის თანამშრომლობდა ომუბდსმენის აპარატთან, ახლაც მისცეს მას მოცემული ვიდეოჩანაწერების გაცნობის საშუალება" - ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა