პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნაიმ 10883 პრობაციონერის
საქმე, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.
ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე,
- 3522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი;
- 5361 მსჯავრდებულს გაუნახევრდება;
- 1468 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება;
- 532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს.
პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფიმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია შეეხება, 4920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა; 3422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის–ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისაგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა; 891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის–ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა); 1650 პირი კი–ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის.
დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან საქმის მიღების შემდგომ სასამართლო განიხილავს საქმეებს ინდივიდუალურად და გამოაქვს განჩინება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კანონით მსჯავრდებული ვალდებულია, წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილი წესით 6 თვის ვადაში.