ეს საერთო გამარჯვებაა! - ასე ეხმაურება საქარტველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!“ - აცხადებს გიორგი გახარია.