საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის
იანვრის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდიოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 დამე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.