logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება
უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება
10:19 25.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მეთევზეებთან შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა მეთევზეებს, გაერთიანებებისა და ფედერაციის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა. ინიციატივები გულისხმობს თევზჭერის წესში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ისეთი ცვლილებების შეტანას, რამაც უკანონო თევზჭერის აღკვეთა უნდა უზრუნველყოს.

„მეთევზეთა გაერთიანებებისა და ფედერაციების წარმომადგენლებთან შეჯერებული ინიციატივები უახლოეს მომავალში შესაბამის სამართლებრივ ფორმას მიიღებს. ამ პროცესში კი, მსგავსი შეხვედრები და სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა.

შეხვედრაზე, მეთევზეებმა და გაერთიანებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და თევზჭერის რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

„მოვისმინეთ დეპარტამენტის ინიციატივები და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. იმედი გვაქვს, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, რომელთა საშუალებით, საქართველოში ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას ხვა მასშტაბებს შეიძენს“, - აღნიშნა „მეთევზეთა გაერთიანება- ეკორეინჯერების“ წარმომადგენელმა, მირიან შარიქაძემ.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს sპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თენგო ბინიაშვილმა აღნიშნა, მხარეები ცალსახად თანხმდებიან, რომ ნებისმიერი სახის თევზჭერა უნდა იყოს რეგულირებული, უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ კანონებსა და წესებს.

„დეპარტამენტის ინიციატივებს ვეთანხმებით და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თენგო ბინიაშვილმა.

„თევზჭერის ახალი რეგულაციების შემოღება მნიშვნელოვანია უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და იქთიოფაუნის დაცვისთვის. მზად ვართ, დეპარტამენტს ამ რეფორმის განხორციელებაში მაქსიმალურად დავუდგეთ მხარში“, - აღნიშნა „სპინინგ.ჯი-ს” წარმომადგენელმა, დავით მორალიშვილმა.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაია და იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა