logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ომბუდსმენი მთავარ პროკურორს გლდანის ციხეში მომხდარში მონაწილე პირების მიმართ ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი მთავარ პროკურორს გლდანის ციხეში მომხდარში მონაწილე პირების მიმართ ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს
18:53 18.09.2012
საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა  და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით, ხოლო სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ.

„სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე, თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც შესაძლო ანგარიშსწორებისგან პატიმართა დაცვის მიზნით მათ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა დეპარტამენტის მიერ არ სრულდებოდა“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირება წინგადადგმული ნაბიჯია და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს გატარდეს სათანადო ღონისძიებები ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად, მოუწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სისტემაში მუშაობას.

სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედება დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც უნდა იწვევდეს თავად ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ შესაძლო არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალურად იწყებდნენ გამოძიებას და აღნიშნულ ფაქტებს სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გარკვეულწილად მსგავსი დანაშაულებისთვის წამახალისებელ ფაქტორადაც იქცა“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებს პატიმართა მიმართ მოპყრობის კუთხით სათანადო ყურადღებას არ უთმობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროც. ის პირები კი, რომლებიც მოხსენიებული იყვნენ ანგარიშებში, როგორც პატიმართა უფლებადამრღვევები, კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მიერ ჩადენილი სამართალდაღრევათა შინაარსს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2010 საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გლდანის N8 დაწესებულების კარანტინში არსებული მდგომარეობა შეფასდა როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გლდანის დაწესებულებაში დასჯის მიზნით პატიმრებს ხშირად განათავსებენ კარანტინში, ამავდროულად, დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და შესაბამისად უკანონოა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად, თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა