logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
18:06 01.12.2020
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლისთვისაც დირექტორატმა დახმარების პროგრამა შეიმუშავა.

დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილება მიღებული იყო აგვისტოს ომის შედეგების დეტალური შესწავლის საფუძველზე. ზიანის მასშტაბების შეფასების პროცესი 2019-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან, უშუალოდ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. კონსულტაციების პროცესში განხილულ იქნა საკითხები, თუ რა ტიპის ზიანი მიადგათ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და რამდენად ახდენს მისი შედეგები გავლენას მსხვერპლთა დღევანდელ ყოფაზე, მათ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის უფლებაზე.

ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს სახელმწიფოს კონსულტაციების ფონზე გამოიკვეთა, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები დღესაც საჭიროებენ მხარდაჭერას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად პროგრამის დამტკიცების შესახებ.

დირექტორატი დეტალურ ინფორმაციას დახმარების ახალი პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან შემდგომი კონსულტაციების შედეგად გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში გოჩა ლორთქიფანიძე 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტა ქართველმა კანდიდატმა დაიკავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა