logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ შპს „სონი ცენტრი თბილისისა“ და შპს „ლაზერი-2 თბილისის“ მიერ 2011 წელს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განჩინება გამოაქვეყნა
სტრასბურგის სასამართლომ შპს „სონი ცენტრი თბილისისა“ და შპს „ლაზერი-2 თბილისის“ მიერ 2011 წელს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განჩინება გამოაქვეყნა
19:15 12.11.2020
2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“ საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და მომჩივანთა საჩივარი მიუღებლად ცნო საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები).

საქმე ეხება მომჩივან კომპანიებთან (შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“) 2006 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და მათ გამოძევებას თავიანთი ბიზნესის სამართავად იჯარით აღებული ტერიტორიიდან. კერძოდ, 2006 წლის 1-ლ იანვარს მომჩივანმა კომპანიებმა მ.კ.-თან დადეს ცხრაწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მათ იჯარით აიღეს, დაახლოებით, 250 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2006 წლის 22 ნოემბერს მ.კ.-მ მომჩივნებს აცნობა, რომ მან აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადასცა და რომ ისინი გააგრძელებდნენ სამართლებრივ ურთიერთობას ახალ მფლობელთან, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.

2007 წლის 7 აგვისტოს, 08:00 საათზე, 200-მდე პოლიციელი შეიჭრა ხსენებულ ტერიტორიაზე და მომჩივნებს იძულებით დაატოვებინეს იჯარით აღებული ქონება. მათ ჩამოერთვათ აღნიშნული ფართი, რის შემდეგაც ორივე ბიზნესსაქმიანობა შეჩერდა. 2007 წლის 14 აგვისტოს მომჩივან კომპანიებს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის წერილით ეცნობათ, რომ 2007 წლის 1-ლი ივლისიდან მათი საიჯარო ხელშეკრულებები შეწყდა.

მომჩივნებმა ეროვნულ სასამართლოს მიმართეს საიჯარო ხელშეკრულების აღდგენისა და მისი ვადამდე შეწყვეტისა და ფართიდან გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.

ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი კომპანიების დავა შეეხებოდა მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლისა (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.

2012 წლის 24 მაისს მთავრობასა და მომჩივან კომპანიებს შორის დაიდო „მორიგების ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, მთავრობამ მომჩივანი კომპანიების სასარგებლოდ 500,000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო (რაც განხორციელდა 2012 წლის 11 ივლისს), ხოლო კომპანიები დაეთანხმნენ პირობას ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის გამოხმობის თაობაზე. მიუხედავად ზემოთქმულისა, ამ შეთანხმების თაობაზე მომჩივნებს სტრასბურგის სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.

2019 წლის 2 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ იწყებდა აღნიშნული საქმის განხილვას, რის საპასუხოდაც მთავრობამ 2020 წლის 15 იანვარს აცნობა ევროპულ სასამართლოს, რომ მხარეები 2012 წლის 24 მაისს უკვე შეთანხმდნენ დავის მორიგებით დასრულებაზე.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე გაფორმებული „მორიგების ხელშეკრულება“ არსებითად იყო დაკავშირებული ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივართან და წარმოადგენდა მის ძირითად არსს. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ეცნობებინათ სასამართლოსთვის, რაც მათ არ განახორციელეს. გარდა ამისა, მათ ვერ წარადგინეს ობიექტური განმარტება, თუ რატომ ვერ შეძლეს ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება 7 წელზე მეტი დროის განმავლობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის უფლების მიზანს და მიუღებლად ცნო იგი საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა