შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ ოქრიაშვილი დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ოქრიაშვილი ავტომანქანა „ტოიოტა პიკაპით" გიორგი დავითაშვილის კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილს რამდენჯერმე განზრახ შეეჯახა.
განცხადების თანახმად, შემთხვევა ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩა N63-თან მოხდა.
ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.

















