logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: პოლიციამ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა მთავარი ამოცანა - უვნებლად გაათავისუფლა ყველა მძევალი; ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება უმთავრესია
არჩილ თალაკვაძე: პოლიციამ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა მთავარი ამოცანა - უვნებლად გაათავისუფლა ყველა მძევალი; ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება უმთავრესია
12:27 29.10.2020
„ზუგდიდში მომხდარ დანაშაულზე რეაგირებისას, სამართალდამცავებს ჰქონდათ ორი ამოცანა, პირველი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება და მეორე, - დამნაშავის დადგენა და დაკავება. პოლიციამ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა მთავარი ამოცანა - უვნებლად გაათავისუფლა ყველა მძევალი. ამის შემდეგ, უმოკლეს დროში დაადგინა დამნაშავის ვინაობა და დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია. ბუნებრივია, ეს ვერანაირად მოდიოდა შესაბამისობაში ნიკოლოზ გვარამიას და მისი დაჯგუფების ინტერესებთან, რომ მუდმივად დააზიანონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ, ნიკოლოზ გვარამიამ,რომელიც რეალურად, არის მედიას ამოფარებული პოლიტიკური პირატი, დადგა სპექტაკლი, რომ თითქოს მან დაადგინა დამნაშავის ვინაობა და ეს საზოგადოებას აცნობა პირდაპირ ეთერში - სინამდვილეში, რამდენადაც ცნობილია, პოლიცია უკვე ეძებდა სავარაუდო დამნაშავეს. აბსურდია, რომ ამ ინფორმაციამ პოლიციიდან გაჟონა - სინამდვილეში, როცა საპოლიციო დანაყოფები სოფლებში ეძებდნენ სავარაუდო დამნაშავემ, იმის გამოთვლა და გაგება, თუ ვის ეძებდნენ - საკმაოდ ადვილი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში დამნაშავის ძებნის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, სამართალდამცავებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს ის ამოცანა, რაც ადამიანთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობდა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით “სამაგალითო იყო პოლიციელების და სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ გალდავას მოქმედება, როდესაც მან მძევლები გაათავისუფლა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მან მაგალითი მისცა ყველა პოლიციელს ამ ქვეყანაში, თუ რას ნიშნავს თავდადება, რას ნიშნავს პროფესიული პასუხისმგებლობა”.

„ნიკოლოზ გვარამია, რეალურად, მედიას ამოფარებული პოლიტიკური პირატია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას პირდაპირ უთხრა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ჟურნალისტებს და ტელევიზიას. მის ამ განცხადებაზე ვერ დავინახეთ მედიის თავისუფლების დამცველი მისი პოლიტიკური მეგობრების შეფასებები ან კრიტიკა. როგორც ორი წლის წინ, ის დღესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ჟურნალისტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა